პალეონტოლოგია

ბრიტანეთში პლიოზავრის თავის ქალა იურული სანაპიროს კლდეში აღმოაჩინეს

სტივ ეტჩისი აღმოჩენილი პლიოზავრის თავის ქალასთან ერთად
BBC/Tony Jolliffe

დიდი ბრიტანეთის დორსეტის ოლქში, იურული სანაპიროს კლდეებში კოლოსალური ზღვის რეპტილიის, პლიოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს.

ნამარხების მაძებრებს თავის ქალის უსაფრთხო ადგილზე გადასატანად რამდენიმე კვირა დასჭირდათ, რა პერიოდშიც ისინი კლდეზე ჩამოკიდებულები ცდილობდნენ ნამარხის ამოთხრას.

დორსეტის სანაპიროსთან პლიოზავრის თავის ქალაქის ნამარხის გათხრის პროცესი

2-მეტრიანი სიგრძის ნამარხი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშია და მისი მეშვეობით მტაცებლის უკეთ შესწავლა გახდება შესაძლებელი.

კოლექციონერმა სტივ ეტჩისმა, რომელიც ნამარხებზე მონადირე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, გამოცემა New Scientist-თან თქვა, რომ აღმოჩენა "მწვერვალია იმ ყოველივესი, რაშიც იგი აქამდე ჩართული ყოფილა". პლიოზავრების ექსპერტის ჯუდით სასუნის თქმით, ნაპოვნი თავის ქალა "დიდი ალბათობით ახალ სახეობას ეკუთვნის".

ნამარხზე შემონახულია პლიოზავრის 130 კბილი, რომელთა მეშვეობითაც მტაცებელს ერთი კბენით შეეძლო მსხვერპლის მოკვლა. მისი ზომა 10-12 მეტრს აღწევდა და ოკეანეში მთავარი მტაცებელი იყო.

ცხვირზე ჩაღრმავებები შესაძლოა პლიოზავრის საგრძნობი სისტემის ნაწილი ყოფილიყო

ბრისტოლის უნივერსიტეტის ლექტორის ანდრე როუვის თქმით, "ცხოველი იმდენად მასიური იქნებოდა, რომ თავისუფლად ინადირებდა იმ ყოველივეზე, რაც სამწუხაროდ მის სივრცეში აღმოჩნდებოდა".

"ეჭვიც არ მაქვს, რომ იგი წყლის ქვეშ ისევე იყო, როგორც ტირანოზავრი ხმელეთზე". -დაამატა მან.

თავის ქალის ნახვა დევიდ ატენბოროს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში იქნება შესაძლებელი, რომელიც ახალი წლის ღამეს გამოვა. ხოლო მომდევნო წლის განმავლობაში პლიოზავრის ნამარხი დორსეტში, ეტჩისის კოლექციაზე საჯაროდ იქნება გამოფენილი.

კომენტარები