დაპირისპირება ენმ-ში

ბეჟაშვილი მელიას წასვლაზე: ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს ელექტორალური გავლენა არ ექნება

მთელი ამ 9 თვის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა და ის ლოგიკური შედეგით დასრულდა. ჩვენთვის მათი სტრატეგია თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალურად მეტი ზიანი მიეყენებინათ, შემდეგ კი წასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ, საზოგადოებისთვის აქ ახალი არაფერია. ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა პარტია დატოვა. 

ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში, ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასეთი ფაქტები რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ მოუტანია [...] ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც ჩვენ გუშინ, ამ 9-თვიანი კამპანიის საბოლოო დაგვირგვინების ფონზე ვიხილეთ, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ნიკა მელიას პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით. 

კომენტარები