რუსეთი

რუსეთში ახალი კანონით მოსწავლეებს სკოლაში მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ

Zvezda

რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას აუკრძალავს.

ახალი კანონით გაკვეთილების მსვლელობის დროს იკრძალება ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება. კანონი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქმე ეხება მოსწავლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

როგორც დუმის პრესსპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები ერთად უნდა შეთანხმდნენ იმაზე, როდის შეძლებენ მოსწავლეები მობილური ტელეფონების გამოყენებას – შესვენებაზე თუ გაკვეთილების შემდეგ.

დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით ნოემბერში მიიღეს. დუმაში ინიციატივა სხვდასხვა ფრაქციების დეპუტატებმა და სენატორებმა შეიტანეს.

კომენტარები