ადამიანის უფლებათა რუსულმა ორგანიზაცია Голос-მა გამოაქვეყნა იმ სიმღერების სია, რომელსაც რუსულ ციხეებში, საგამოძიებო იზალატორებში მოხვედრილ პატიმრებს ასმენინებენ.
ორგანიზაციას სიმღერების სია მიაწოდა პოლიტპატიმარმა და Голос-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გრიგორი მელკონიანცმა, რომელიც საგამოძებო იზოლატორშ(Сизо) მე-100 დღეა იმყოფება.
"ეს ფლეილისტი მეორდება ყოველდღე, თვეების განმავლობაში. ამ სიმღერებს დილაობით ათასობით რუსეთის მოქალაქე ისმენს. მრავალი კომპოზიცია ამ ფლეილისტიდან გაგიკვირდებათ". - ამბობს მელკონიანცი.
ფლეილისტი იწყება რუსეთი ფედერაციის ჰიმნით. ასევე მასში მოხვედრილია საბჭოთა სიმღერები: რითი იწყება სამშობლო იოსიფ კობზონის შესრულებით, სიმღერა მოსკოვზე, 20 მაისი, მიყვარხარ სიცოცხლევ.
დანარჩენი ტრეკები ინგლისურენოვანია. ფლეილისტში Moby-ს 3 სიმღერაა: Why Does My Heart Feel So Bad?, Honey, Bodyrock. ასევე პატიმრებს ასმენინებენ შემდეგ როკ სიმღერებს:
- Bon Jovi - It’s My Life
- Bon Jovi - One Wild Night
- Gorky Park - Moscow Calling
- Gorky Park - Welcome To The Gorky Park
- AC/DC - Thunderstruck
საგამოძიებო იზოლატორში პატიმრები მცირე დარღვევების გამოც კი გადაჰყავთ, პატიმრების ენაზე სიზო-ს ასევე კარცერსაც ეძახიან. მაგალითისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საგამოძიებო იზოლატორში 19-ჯერ მოხვდა.