რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკომ თქვა, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიიწევს – Der Spiegel

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს მიაჩნია, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიიწევს. როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ისაუბრა.

"რაღაც მომენტში აღარ ვიქნებით განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებებზეა დამოკიდებული... ახლა მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს, მაგრამ მასზე დიდი ზეწოლაა: ადგილობრივი თვითმმართველობა". – თქვა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, "ომის პირველ თვეებში ქვეყანა ულიდეროდ იყო, იყო აშკარა ქაოსი და მერებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი როგორც მოსაზრებების ლიდერებმა, ქალაქების დაცვაში, სამხედროთა დახმარებაში". თუმცა, როგორც კლიჩკო ირწმუნება, პრეზიდენტის ოფისში მერებს "ატავიზმად" და სამთავრობო სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის წინაღობად აღიქვამენ.

კითხვაზე, უკრაინაში დემოკრატია არის თუ არა სერიოზული საფრთხის წინაშე, კიევის მერმა უპასუხა: "კი".

თუმცა, მისივე თქმით, "უკრაინის ავტორიტარულ სახელმწიფოდ ასე უბრალოდ გადაქცევა თითქმის შეუძლებელია", რადგან, მისი აზრით, უკრაინელებს ძალიან უყვართ თავისუფლება. კლიჩკო ირწმუნება, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი არც შეხვედრია და მასთან არც სატელეფონო საუბარი ჰქონია.

კომენტარები