რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეიცარიამ 8.8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ 8.8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ინფორმაციას შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან სანქცირებულთა სიის რედაქტირებისა და ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზეა დამოკიდებული.

როგორც Reuters აღნიშნავს, გასულ წელს შვეიცარიამ 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა, სანქცირებულთა სიაში 300 პირისა და 100-მდე კომპანიის დამატებით კი წლევანდელი თანხა გაიზარდა.

ამავდროულად, შვეიცარიამ რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 8.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მოძრაობა გააჩერა.

შვეიცარიის ბანკირთა ასოციაციის შეფასებით, რუსეთის მოქალაქეები შვეიცარულ ბანკებში დაახლოებით 170 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობენ.

კომენტარები