პუტინის რუსეთი

კირილი: შრომითმა მიგრანტებმა პატივი უნდა სცენ რუს ხალხსა და ტრადიციებს

Alamy Stock Photo

მოსკოვის პატრიარქი კირილი მსოფლიოს რუს ხალხთა შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე საკითხზე, მათ შორის რუსეთში შრომით ემიგრაციაზე ილაპარაკა.

"ზოგიერთ მსხვილ ქალაქში იქმნება და აქტიურად ვითარდება ჩაკეტილი ეთნიკური ანკლავები, რომლებიც კორუფციის, ორგანიზებული ეთნიკური კრიმინალისა და უკანონო მიგრაციის კერებს წარმოადგენენ. ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, არავის ვჩაგრავთ, რუსეთში სამუშაოდ ჩამოსულ ადამიანებს შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია, რომელიც პატივისცემით ეპყრობა რუს ხალხს, ჩვენს ტრადიციებს, მართლმადიდებელ ეკლესიას და რწმენას. მაგრამ არიან ადამიანები სხვა ინტერესებითა და მიზნებით.

მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ არც რუსული საწარმოების შემოსავალი, არც რუსული პასპორტის ქონა არ ათავისუფლებთ მათ რუსული საზოგადოების, ხალხისა და ტრადიციების მიმართ პატივისცემისგან". – ამბობს რუსეთის პატრიარქი.

კირილმა ასევე განაცხადა, რომ ილოცებს იმისთვის, რომ პუტინმა მომავალშიც განაგრძოს შრომა რუსეთისა და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის.

კომენტარები