რუსეთი-სომხეთი

კრემლი: ფაშინიანს ველით EurAsEC-ის სხდომაზე, იმედი გვაქვს პუტინისგან ესტაფეტას გადაიბარებს

ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი 2023 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარემ იური უშაკოვმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დსთ-ს სამიტზე და EurAsEC-ის სხდომაზე (ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება) სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ჩამოსვლის იმედი აქვს.

"ვფიქრობ პიტერში (სომხეთის წარმომადგენლები) ჩამოვლენ. იქ იქნება დსთ-ს ლიდერების არაფორმალური ტრადიციული შეხვედრა და EurAsEC-ის ფორმალური სხდომა. სხვათა შორის, ამ სხდომაზე, ჩვენს მერე თავმჯდომარე სომხეთი ხდება. ამიტომ მგონია, რომ ფაშინიანი ჩამოვა, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინისგან ესტაფეტა მიიღოს". – თქვა უშაკოვმა.

23 ნოემბერს მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ОДКБ-ის 2-დღიანი სამიტი გაიმართა. შეხვედრას დაესწრო ორგანიზაციის ექვსი ქვეყნიდან ხუთის წარმომადგენელი, ხოლო სომხეთმა წინასწარ განაცხადა, რომ სამიტს მისი წარმომადგენელი არ დაესწრებოდა.

2009 წლიდან დღემდე სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია არ გამოუტოვებია.

ასევე, სომხეთმა ОДКБ-ს პარტნიორებს სთხოვა, სამიტის დღის წესრიგიდან ამოეღოთ დოკუმენტი, რომელშიც სომხეთისთვის დახმარება განიხილება. 

კომენტარები