უკრაინა

FOOD TRAIN: კიევიდან იზუმში "მატარებელი-სამზარეულო" დაიძრა, რომელიც 10 000 ულუფას ამზადებს

კიევიდან იზუმში მიმავალი "მატარებელი-სამზარეულო"
Unian

კიევიდან, ხარკოვის გავლით, იზუმში ჩავიდა ახალი უკრაინული მატარებელი Food Train (საკვების მატარებელი). 6 ვაგონისგან შემდგარი ტრანსპორტი ერთი დიდი სამზარეულოა, რომელსაც რეისის დროს 10 000 ულუფის მომზადება შეუძლია.

პირველი რეისი მადლიერების დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას დაესწრო აშშ-ს ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი. მენიუც დღესასწაულის შესაბამისი იყო - ინდაური, კარტოფილი, ნამცხვარი. რეისი მთლიანად პოლიციელებს, მედიკოსებსა და მაშველებს მოხმარდება.

მატარებლის შემადგენლობაში 6 ვაგონია:

  • ვაგონი-გენერატორი;
  • ვაგონი-მაცივარი;
  • ვაგონი ცივი სამზარეულოთი;
  • ვაგონი ცხელი სამზარეულოთი;
  • ვაგონი პერსონალისთვის შხაპებითა და სარეცხი მანქანებით;
  • ვაგონი 27 ტონა წყლით, რომელსაც ფილტრაციის სისტემა აქვს;

Food Train-ს გადაბმულად მუშაობა 5-7 დღის განმავლობაში შეუძლია. მატარებლის აღჭურვილობა ქმნის სრულყოფილ კერძებს: წვნიანებს, ფაფებს, სალათებს, ხორცს.

პროექტი მთლიანად ამერიკელმა მილიარდერმა, ჰოვარდ ბაფეტმა დააფინანსა.

კომენტარები