დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის მთავრობამ ჩრდ. ირლანდიის კულტურის აღსანიშნავ პოსტში ირლანდიის დროშა გამოიყენა

Instagram - 10 Downing Street 

სოციალურ ქსელ ინსტაგრამში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა ჩრდილოეთ ირლანდიის კულტურის აღსანიშნავი პოსტი, სადაც ირლანდიის დროშა იყო გამოყენებული. პოსტის ტექსტიდან ირლანდიის დროშა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდმა მალევე წაშალა.

"ეს შეცდომა იყო. ის სწრაფად წავშალეთ" - თქვა პრემიერმინისტრის ოფისის პრესსპიკერმა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის ოფიციალურ გვერდზე 21 ნოემბერს რამდენიმე ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ასახული იყო კადრები ჩრდილოეთ ირლანდიის კულტურის დღისადმი მიძღვნილი მიღებიდან. 

ჩრდილოეთ ირლანდიის კულტურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ ფოტოების ირლანდიის დროშით გამოქვეყნება კრიტიკულად შეაფასეს პოლიტიკოსებმა, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის წევრებმა.

შეცდომა ასევე მწვავედ გააკრიტიკა ჩრდილოეთ ირლანდიურმა ულსტერის უნიონისტურმა პარტიამ. ულსტერის უნიონისტური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ლონდონი მუდმივად უარს ამბობს ჩრდილოეთ ირლანდიის ბიუჯეტის ზრდაზე, ასევე ბრექსიტის გამო ყველაზე დიდი სირთულები ჩრდილოეთ ირლანდიას შეეხო და ამის პარალელურად ინგლისი ასეთ შეცდომებს უშვებს.

კომენტარები