საქართველოს კინოთეატრები

საქართველოს კინოთეატრებში კოტე კალანდაძის "დრამერი" გამოვიდა

დრამერი
Cavea

16 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში კოტე კალანდაძის მხატვრული დრამა დრამერი გამოვიდა.

ფილმის მთავარი გმირი როკ ბენდის ახალგაზრდა დრამერია, რომელიც ნარკომოვაჭრეებისა და კორუმპირებული პოლიციელების დაპირისპირების შუაგულში აღმოჩნდება.

დრამერში ლაშა ცქვიტინიძე, ნატა სოფრომაძე, ლუკა კალანდაძე, ასევე ცნობილი ქართველი მუსიკოსი გოგი ძოძუაშვილი თამაშობენ. 

კოტე კალანდაძე ქართველი მუსიკოსი, რეჟისორი და სცენარისტია. მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო, უკრავდა ბენდებში ამორალი და კოტრაბანდა, იყო ჯგუფ Небо СССР-ს ვოკალისტი, მოგვიანებით გახდა პროექტ Lady Heroine-ს დამფუძნებელი და წევრი. გადაღებული აქვს ფილმები: Teen Spiritმკვდარი სულების არდადეგები.

კომენტარები