საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – ივლისის მთავარი კინოპრემიერები

წარმოგიდგენთ ივლისის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

შეუსრულებელი მისია

ცნობილი ფრენჩაიზის მორიგი ნაწილი საქართველოს კინოთეატრებში 13 ივლისს გამოვა. ფილმი MI-ისთვის დამახასიათებელ რბოლებს, სროლას და რა თქმა უნდა ტომ კრუზის მიერ შესრულებულ თავბრუდამხვევ ტრიუკებს გვპირდება.

ბარბი

წლის ყველაზე უცნაური ფილმის მთავარი გმირი ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული სათამაშო ბარბია, რომლის როლსაც მარგო რობი ასრულებს. პროექტი ასევე იმით არის საინტერესო, რომ დამოუკიდებელი კინოს დიდოსტატს, გრეტა გერვიგს ეკუთვნის, რამდენად გაართმევს თავს რეჟისორი საპოპკორნე ფილმის გადაღებას მაყურებელი 20 ივლისს გაიგებს.

ოპენჰაიმერი

წლის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 20 ივლისს გამოვა. კრისტოფერ ნოლანმა კარიერაში პირველად ბიოგრაფიული დრამა გადაიღო, რომელიც ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, "ატომური ბომბის მამის" ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებას ეფუძნება. სურათში მთავარ როლს კილიან მერფი ასრულებს.

დაწყევლილი სასახლე

დაწყევლილი სასახლე კინოსტუდია Disney-ს ახალი ნამუშევარია, რომელიც კომედიური საშინელებათა ფილმის საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული. სურათი საქართველოს კინოთეატრებში 27 ივლისს გამოვა.

კომენტარები