აშშ-სომხეთი

ო'ბრაიენი: აშშ და ევროპა სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების გეგმაზე მუშაობს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, აშშ და ევროპა სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ ო'ბრაიენმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მთიანი ყარაბაღის შესახებ მოსმენაზე ისაუბრა.

ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აშშ და ევროპა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ზომებზე მუშაობენ.

"ევროკომისიის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრას აპირებს აშშ-სა და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებას. ეს საკითხი პრემიერმინისტრს ფაშინიანთან რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ და ახლა შესაბამისი მოდელის შერჩევაზე ვმუშაობთ. სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის კუთხით შეთავაზება, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ამაში დავეხმაროთ". - თქვა ო'ბრაიენმა.

მიმდინარე წლის სექტემბერში სომხეთის ტერიტორიაზე აშშ-სა და სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით პარტნიორი არწივი 2023 გაიმართა.

კომენტარები