IRI-ს კვლევა

IRI: 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია

REUTERS/Gleb Garanich 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ. 

IRI-ს კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 6%-ს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ ირანი მიაჩნია, 4%-ს - ჩინეთი, 4%-ს - სომხეთი, 4%-ს - აზერბაიჯანი, 3%-ს უკრაინა.

აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" - გამოკითხულთა 9%-მა. ამ შეკითხვაზე დაშვებული იყო რამდენიმე პასუხის გაცემაც. 

გამოკითხვა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმატით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 1200-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია. 

კომენტარები