რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 6 დრონიდან 5 გავანადგურეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

10 ნოემბრის ღამეს რუსები უკრაინას Shahed-ის ტიპის 6 დრონით დაესხნენ თავს, მათგან უკრაინამ 5-ის ჩამოგდება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საჰაერო ძალები ავრცელებენ.

ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა იერიში Kh-59-ისა და Kh-31-ის ტიპის ორი მართვადი რაკეტითაც მიიტანეს, რომელთაგანაც უკრაინამ ერთის ჩამოგდება შეძლო. 

10 ნოემბრის ღამეს უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმის გამო. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ კიევის ოლქშიც.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციითვე, ოკუპანტებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რამდენიმე მიმართულებით იერიში მიიტანეს. ამასთან, დონეცკის ოლქში, მარინკასა და ნოვომიხაილივკას მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების 25-ზე მეტი შეტევა.

კომენტარები