კანდიდატის სტატუსი

სახდეპი: მხარს ვუჭერთ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს

ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის განცხადებას ევროკავშირის გაფართოებისთვის რეკომენდაციების შესახებ. მყარად ვუჭერთ მხარს ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

ეს, როგორც იცით, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, ეს მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზებისთვის გამოიყენონ.

თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესის განხილვის შემდგომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა. 

კომენტარები