ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ზელენსკი: ზურაბიშვილთან საუბრისას ქართველ ხალხს მივულოცე, მან კი უკრაინელებს მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროუსთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი
YVES HERMAN / POOL/AFP

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ევროკომისიის დადებითი შეფასებაზე მილოცვები გაცვალეს. 

"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს და მე მივულოცე მეგობრულად განწყობილ ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისა და საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროპული კომისიის მხრიდან". – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი)  გამოქვეყნებულ პოსტში

ასევე, მან საქართველოს მალტაში უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

"ასევე გამოვხატე ჩემი მადლიერება საქართველოს მიმართ მალტაში ბოლოდროინდელ "მშვიდობის ფორმულის" შეხვედრაზე წარმომადგენლის გამოგზავნისთვის". – წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიწოდების საკითხი განიხილა.

"მე ასევე უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე წვდომის საკითხი წამოვჭერი". – წერს ზელენსკი.

კომენტარები