ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

დანიგანი: ჩვენ მშვენიერი საერთო მომავალი გვაკავშირებს

შეერთებული შტატები გულწრფელად გილოცავთ ამ უზარმაზარ წარმატებას. ეს საოცარი მიღწევაა და ჩვენ მივესალმებით ევროპული კომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ჩვენ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს დასავლეთის, ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ვულოცავთ ევროკავშირს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოსა და ასპირანტ სახელმწიფოებს დაეხმარა ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და სამუშაო გასწია, ამიტომ ვულოცავთ მათ. ასევე მინდა დავადასტურო, რომ აშშ ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, პოლიტიკურ ლიდერებთან, საქართველოს მთავრობასა და ქართველი ხალხთან ერთად გვერდიგვერდ იმუშავებს.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავისი სახელმწიფოსთვის. დღეს შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღეა, როცა ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს ჯარისკაცებს. ქართველმა ჯარისკაცებმაც გაიღეს მსხვერპლი აშშ-ს მისიებში და ამისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. 

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო ისტორიასა და საერთო ღირებულებებზე და მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ვფიქრობთ საერთო მომავალზე, რადგან ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და გვიყვარს საქართველო, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ მშვენიერი საერთო მომავალი გვაკავშირებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დიდებული დღეა ტრანსატლანტიკური სივრცისთვის და გულწრფელ წარმატებას ვუსურვებ ქართველ ხალხს.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაზე. 

კომენტარები