ევროკავშირი-საქართველო

აშშ-ის საელჩო: გილოცავთ ყველა ქართველს, ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის

აშშ-ის საელჩო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურება.

"გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის". – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა. 

კომენტარები