მოლდოვაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. კიშინიოვის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კონსტანტინ ბუტუჩელმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
საარჩევნო უბანზე მისულ ბუტუჩელს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, ვინაიდან საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამომრჩეველი ერთსა და იმავე მისამართზე მინიმუმ 3 თვე უნდა ცხოვრობდეს. ზუსტად რამდენი ხნით ადრე ჩაეწერა ბუტუჩელი თავის მისამართზე უცნობია.
"არაკომპეტენტურმა პირებმა შეცვალეს კანონმდებლობა. მე არ მაქვს ხმის მიცემის უფლება, მაგრამ მომცეს არჩევნებში რეგისტრაციისა და კანდიდატურის წაყენების უფლება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მომცა უფლება საკუთარ თავს ხმა მივცე". – ამბობს ბუტუჩელი.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან პრორუსული პარტია The Chance მოხსნეს.