საქართველოს პარლამენტი

წითლიძე: არავის დაცვა მჭირდება, მითუმეტეს ქალობის ნიშნით

მეგობრებო, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის.

უამრავი შეტყობინება მივიღე და ამას ძალიან ვაფასებ.

საერთოდ არ მიგრძვნია თავი შეურაცხყოფილად. მითუმეტეს დაჩაგრულად. ეს ჩემი სტილი არ არის.

არც არავისი დაცვა მჭირდება, მითუმეტეს ქალობის ნიშნით.

მშვენივრად ვიცავ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველას, ვისაც დაცვა სჭირდება.

პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად - რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი, უბრალოდ სახეს ავახევდი.

ჩემთვის არა, ყველა იმ ქალისთვის, ვინც პოლიტიკაში მოსვლისგან თავს კოლექტიური ალუდების გამო იკავებს - თორემ მე უკვე ისეთი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, თავად ფარჩაკ ალუდას მანდატურების გარეშე ჩემთან ახლოს ჩავლაც ეშინია.

უარესს წინ უნდა ელოდეს.

წერს ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე Facebook-ზე. 31 ოქტომბერს, პარლამენტში, ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა.

კომენტარები