საქართველოს პარლამენტი

ღუდუშაური წითლიძეს: ფარჩაკი, ბანძი ადამიანი ხარ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურსა და ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ღუდუშაურმა წითლიძეს ბანძი, წითლიძემ ღუდუშაურს კი დებილი უწოდა.

ღუდუშაური: მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ამავდროულად, ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება, ადამიანი მსჯავრდებული იყო, მაგრამ იყო ღირსებისგან დაცლილი და უფარჩაკესი...

წითლიძე: დებილი ხარ.

ღუდუშაური: შენ ხარ ბანძი ადამიანი.

წითლიძე: დებილი ხარ.

ღუდუშაური: ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და ახლა დაწყნარდი. წადი აქედან, შე ბანძო, გაიარე. ფარჩაკი, ბანძი, რა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების შესახებ საუბრობდა. 

"ანა წითლიძე დღედაღამ შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს და ძლივს ერთი [მიხეილ სააკაშვილის] ბოტასი ჩაიხუტა". - თქვა ღუდუშაურმა.

კომენტარები