რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს – 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლიზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასევე, დაზიანდა კერძო სახლი და მანქანები.

ხარკოვის ოლქის პოლიციის ცნობით, დაღუპულები 50 და 57 წლის მამაკაცები არიან.


რუსებმა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო იერიში 22 ოქტომბერსაც მიიტანეს. მათ საფოსტო კომპანიის საწყობი დაბომბეს, რის შედეგადაც, 6 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. 

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით,  სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ასაკი 19-დან 42-წლამდე მერყეობდა.

კომენტარები