პუტინის რუსეთი

დუმამ გაეროს ღაზაში "მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ" მოუწოდა

RBC

ომში მყოფი რუსეთის დეპუტატებმა გაეროს "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით" ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

თავის მიმართვაში დუმამ გაეროს მოუწოდა "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მსვლელობისას დაუყონებლივ მიიღოს ყველანაირი ზომა მშვიდობიანი მოსახლეების სისხლის ღვრის შესაჩერებლად, შეაჩეროს უპრეცენდენტო ჰუმანიტარული კატასტროფა ახლო აღმოსავლეთში". დეპუტატებმა მაგალითისთვის მოიყვანეს 17 ოქტომბერს მომხდარი ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვა.

რუსეთის პარლამენტარების თქმით, მხარეები არღვევენ "საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს", იყენებენ "აკრძალულ იარაღებს", ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე იძულებით ასახლებენ სამოქალაქო პირებს.

დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ "კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს მეთაურობით" ხელს უშლის კონფლიქტის შეწყვეტას.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს. რუსეთი ასევე რეგიონში მშვიდობისმყოფელის როლზე აცხადებს პრეტენზიას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა.

ვლადიმირ პუტინის გამოხმაურებებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ცინიზმი უწოდა.

კომენტარები