ვლადიმირ პუტინი

პუტინი: აშშ-მ უნდა ისწავლოს სხვა ქვეყნებისა და ხალხების ინტერესების გათვალისწინება

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე

ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ Россия-სთან საუბრისას აშშ-ს პოლიტიკური ელიტა გააკრიტიკა.

ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონი პუტინის ჩახშობის მიმართულებით იმუშავებს. პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს ასე უპასუხა:

"ეს ეხება არა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენს, არამედ მთლიანად აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას. უნდა ისწავლონ სხვისი პატივისცემა და აღარავის ჩახშობა აღარ მოუწევთ. და ამ სწრაფვას, რომ ყოველთვის, ვინმე, მიზეზით თუ უმიზეზოდ ჩაახშო მივყავართ პრობლემებამდე. ისინი დამახასიათებელი ბრწყინვალებით, პროტოკოლის დაცვით იღიმებიან, ყველას მხარზე ხელს ურტყამენ, მაგრამ სხვა ადამიანების, ქვეყნებისა და ხალხების პატივისცემა სხვა რამეს გულისხმობს, გულისხმობს სხვისი ინტერესების გათვალისწინებას, ამ შემთხვევაში არავის ჩახშობა აღარ იქნება საჭირო".

ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტი პეკინში ფორუმს ერთი გზა, ერთი სარტყელი ესწრება. ვიზიტის ფარგლებში ის ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინფინგს შეხვდა.

კომენტარები