რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ნიკოლაევი რაკეტებით დაბომბა, დაღუპულია 2 ადამიანი

დაბომბილი ნიკოლაევი
Unian

18 ოქტომბრის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია 2 ადამიანი.

"20:30 საათზე, მტერმა დარტყმა მიიტანა სტეპოვსკაის დასახლებაზე. დაიღუპა ქალი, მისი სხეული მაშველებმა შენობის ნანგრევებში იპოვეს. სავარაუდოდ ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება, ასევე დაჭრილია ერთი მოქალაქე". – თქვა ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ვიტალი კიმმა.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის სხეული იპოვეს.

დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ოთხამდე ზაპოროჟიეშიც. 18 ოქტომბრის ღამეს დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზო.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს. ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, იღუპებიან მშვიდობიანი მოსახლეები.

კომენტარები