ევრომაიდანი

სასამართლომ ევრომაიდნის დროს ხალხის ჩაცხრილვის საქმეზე 4 ბერკუტელს პატიმრობა მიუსაჯა

ევრომაიდანი 2014
თამარა ქურდაძე / ტაბულა

კიევის სასამართლომ ევრომაიდნის აქციების დროს, ინსტიტუნტსკაიას ქუჩაზე დემონსტრანტების ჩაცხრილვის საქმეზე 5 ბერკუტის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო. სასამართლო თითქმის 6 წელი, 2016 წლის მაისიდან მიმდინარეობდა.

საქმეში ფიგურირებდნენ პოლკის მეთაური ოლეგ იანიშევსკი და მებრძოლები პაველ აბრსოკინი, სერგეი ზინჩენკო, ალექსანდრ მარინჩენკო, სერგეი ტამტურა.

სასამართლომ ტამტურა გაამართლა. 5 წელი მიესაჯა მარიჩენკოს, რომელმაც აღნიშნული ვადა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში უკვე მოიხადა. აბროსკინსა და ზინჩენკოს 15 წელი, ხოლო იანიშევსკის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. 

2019 წელს უკრაინამ ხუთივე პატიმარი რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატყვევებულ უკრაინელ მებრძოლებში გაუცვალა. ტამტურა და მარიჩენკო 2020 წელს კიევში დაბრუნდნენ და შიდა პატიმრობაში იმყოფებოდნენ, დანარჩენები სავარაუდოდ დღესაც რუსეთში ცხოვრობენ.

ბერკუტი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი იყო, რომელიც ევრომაიდნის დროს დემონსტრანტებს არბევდა, მოგვიანებით ქვედანაყოფის თანამშრომლებმა აქციაზე გამოსულებს ცეცხლი გაუხსნეს. სულ ევრომაიდნის აქციების დროს 82 ადამიანი დაიღუპა. 2014 წელს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბერკუტი გააუქმა.

კომენტარები