ფილმი-კონცერტი ტეილორ სვიფტის ტურის შესახებ The Eras Tour ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია. დოკუმენტურმა სურათმა გამხსნელ უიქენდზე $97 მილიონი მოაგროვა.
The Eras Tour კინოს ისტორიაში ყველაზე კარგი სტარტის მქონე ფილმი-კონცერტი გახდა. ასევე ტეილორ სვიფტის კონცერტი ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც ოდესმე ოქტომბერში გამოსულა. აქამდე ამ ტიტულს $96 მილიონით ჯოკერი ფლობდა.
საერთაშორისო კინოგაქირავებაში The Eras Tour-მა $30 მილიონზე მეტი მოაგროვა. ამ დროისთვის ფილმის საერთო შემოსავალი 126-130 მილიონი დოლარის ფარგლებშია.
სვიფტმა ფილმი-კონცერტის გამოშვების შესახებ პირველად აგვისტოში ილაპარაკა. პროექტი $10-20 მილიონი დაჯდა. აქამდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი-კონცერტი ჯასტინ ბიბერის Never Say Never იყო, კანადელი მომღერლის ფილმმა $99 მილიონი გამოიმუშავა.
The Eras Tour-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.