პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ჯაფარიძე იმპიჩმენტზე: ოცნება ცდილობს, ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას

რუსული დავალებების შემსრულებელი ქართული ოცნება კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ნაკარნახევი იყო რუსეთის მხრიდან და ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის ქართული ოცნების, რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ინარჩუნებდა დღემდე და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მიაყენონ დიდი დარტყმა.

რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც ოცნებამ დაუკვეთა და კობახიძემ კერძოდ, როგორც თავმჯდომარემ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ოცნების ეს მცდელობა ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას ემსახურებოდა, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო ოცნებამ, და რომელიც გაახმოვანა, სამწუხაროდ ქართულ ოცნებაზე დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ.

განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციის დამრღვევად ცნობას მიეძღვნა.

კომენტარები