პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ანა ბუჩუკური იმპიჩმენტზე: ვნახეთ შემდეგი რამ - ლუზერები და უზრდელები

მარტივად, ვნახეთ შემდეგი რამ, ირაკლი კობახიძე იყო ამ ყველაფრის ძალიან თვალნათელი სახე, ლუზერები და უზრდელები. ეხლა, რაც შეეხება შინაარსულ ნაწილზე რომ გადავიდეთ, არავინ ისე ოცნების ხელისუფლებას არ იცნობს, როგორც ჩვენ. ვინმე არ მეთანხმება ამაში? მეთანხმებით, კი ბატონო. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოცნების ხელისუფლება ეს პროცესი წამოიწყო იმისთვის, რომ წაეგო პროცესი და ბოლომდე ვერ მიეყვანა, ძალიან ცდება, ეს ნიშნავს, რომ ოცნებას არ იცნობს. ოცნებამ ეს პროცესი დაიწყო იმიტომ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მიეყვანა ბოლომდე, ოცნებას ჰქონდა ფარული მოლაპარაკებები და ფაქტია, რომ ეს ფარული მოლაპარაკებები, რომლებიც თავად ოცნებამ დაადასტურა ბოლო დღეებში, ჩაიშალა და მიზანი მიღწეულია. ვიმეორებ, ლუზერები, ეს არის ჩვეულებრივი ლუზერობა, როგორც ეს იყო მაგალითად, რუსული კანონის შემთხვევაში, მაშინაც რუსული კანონი დაანიცირეს იმიტომ, რომ ბოლომდე გაეტანათ, მაგრამ ჩაეშალათ. დიდი ფეილი იყო მაშინ ოცნებისთვის, დღესაც ძალიან დიდი ფეილია. დაველოდოთ შემდეგ ფეილებს.

ამბობს პარტია საქართველოსთვის დეპუტატი ანა ბუჩუკურმა მას შემდეგ, რაც პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა

კომენტარები