მიწისძვრა ავღანეთში

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ავღანეთში რიგით მესამე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

EPA-EFE/REX/SHUTTERSTOCK

ავღანეთში, ირანის საზღვართან ახლოს, ბოლო 10 დღის განმავლობაში, რიგით მესამე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ჰერატის მახლობლად, 6.3 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 100 ადამიანს რეგიონულ საავადმყოფოში მკურნალობენ.

გაეროს ბავშვთა სააგენტო Unicef-ის ცნობით, წინა ორ მიწისძვრაში დაღუპულთა 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვია.


7 ოქტომბერს ავღანეთში ბოლო 10 დღეში პირველი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ჰერადან ჩრდილო-დასავლეთით 35 კილომეტრში იყო. თალიბანის ადმინისტრაციის განცხადებით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 2 445 ადამიანი დაიღუპა.

11 ოქტომბერს ასევე 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას, ჰერატის პროვინციის დედაქალაქ ჰერატის მახლობლად მოხდა.

AP-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაშავდა, ხოლო მეწყერმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტა.

კომენტარები