მიწისძვრა ავღანეთში

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000–ს გადააჭარბა

ქუჩაში გამოსული ხალხი ავღანეთის ქალაქ ჰერათში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერი. 
Reuters

ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადასცდა. ინფორმაციას თალიბანის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, თალიბანის კატასტროფების სამინისტროს სპიკერმა, მოლა ჯანან საიეყმა Reuters-ს უთხრა, რომ დაშავდა 9240 ადამიანი და დაზიანდა ან განადგურდა 1329 სახლი.

როგორც ჰერათის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს აცნობა, დაღუპულების ცხედრები საავადმყოფოებსა და სამხედრო შენობებშია გადანაწილებული. მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია. 

7 ოქტომბერს დასავლეთ ავღანეთში, ქალაქ ჰერას ჩრდილო-დასავლეთით 35 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები