რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინიტრო აქვეყნებს.

"გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება – საჰაერო თავდაცვით, საბრძოლო მასალებით და ტანკებით. ახალი "ზამთრის პაკეტით" ჩვენ ვზრდით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციულ მზაობას მომავალი თვეებისთვის. ზამთრის საწყის თვეებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და სამხედრო მხარდაჭერის გასაგრძელებლად გერმანია უკრაინაში გაგზავნის დამატებით PATRIOT-ის, IRIS-T-ის და Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ევროა". - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.

გარდა ამისა, პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი სხვადასხვა სახის იარაღს, ჯავშანტრანსპორტიორებს და სახმედროების აღჭურვილობას მოიცავს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.

გასულ თვეში გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომლის მოცულობაც  400 მილიონი ევრო იყო.

კომენტარები