ოკუპირებული აფხაზეთი

ესტონეთის საგარეო ოჩამჩირის ბაზაზე: 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების მძიმე დარღვევაა

ესტონეთის დროშა
Shutterstock

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ესტონეთი გმობს გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის განზრახვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში - საქართველოს ტერიტორიაზე.  ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს". - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყება. 

5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კოდორში სამხედრო გზის რემონტი, ინტეგრაციული პროცესები – რაზე ისაუბრეს ბჟანიამ და პუტინმა

კომენტარები