ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა

Эхо Кавказа

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიასა და პუტინს შორის სოჭში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, ბჟანია შეხვედრის შედეგებს დადებითად აფასებს. 

შეხვედრისას პუტინმა ბჟანიას და აფხაზ ხალხს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15, ხოლო "საქართველო-აფხაზეთის ომში გამარჯვების 30 წლისთავი" მოულოცა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. 

კომენტარები