ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებლ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების კადრი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ 10 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, ემზარ ბაღიშვილი დააკავეს.

მათი ცნობით, 1968 წელს დაბადებული ბაღიშვილის წინააღმდეგ "ჯაშუშობის" ბრალდებით საქმე 12 მარტს აღძრეს.

ე.წ. უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ბაღიშვილს "რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას" ედავებიან.

აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება ე.წ. უწყებას არ წარუდგენია.

კომენტარები