ე.წ. გადატრიალების საქმე

კობახიძე: პოლიციას შეეძლება შეაფასოს, კარავი როდის უნდა გაიშალოს და როდის არა

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. "კარვების კანონის" შესახებ ისაუბრა. კობახიძის თქმით, ზოგადად, კარვების გაშლა არ აიკრძალება, თუმცა, პოლიციას ექნება იმის უფლება, რომ თავად განსაზღვროს, კარავი როდის უნდა გაიშალოს და როდის არა.

"რაც შეეხება კარვების საკითხს. მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ, პოლიციას იმის საშუალება ეძლევა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, კარავი როდის უნდა გაიშალოს და როდის არა [...] ყველა თვალსაზრისით, ეს კანონი სრულად თავსებადია საერთაშორისო პრაქტიკასთან, კონკრეტულად, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ეს კანონპროექტი სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ.". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა, თუ ის საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

5 ოქტომბერს პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

კომენტარები