ელისაბედ II

ელისაბედ II-ის მკვლელობის მცდელობისთვის "არბალეტიან კაცს" 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

MSNBC

სახელმწიფო ღალატის და ელისაბედ II-ის მკლელობის მცდელობისთვის ჯანსვატ სინგ ჩეილი გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

21 წლის ჩეილმა 2021 წლის შობის ღამეს დედოფალ ელისაბედ II-ის მოკვლა სცადა. ის არბალეტით და მეტალის ნიღბით უინძორის სასახლის ეზოში შეიპარა. როდესაც უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ის ამბობდა, რომ დედოფლის მოკვლა სურდა. 

დედოფალი ელისაბედ II 2021 წლის შობის დღეს სწორედ უინძორის სასახლეში იმყოფებოდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. 

ჩეილი ლონდონის ოლდ ბეილის სასამართლოში 5 ოქტომბერს გამოცხადდა, სადაც მან თავისი დანაშაული აღიარა და აღიარების საფუძველზე 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლე ნიკოლას ჰილიარდმა თქვა, რომ მას ბროდმურის განსაკუთრებული დაცვის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც შესაბამის მკურნალობას მიიღებს. 

კომენტარები