ელისაბედ II

10 საინტერესო ფაქტი ელისაბედ II-ს შესახებ

Classic FM

8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა. ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა. 

წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხოვრებიდან.

დაბადების ადგილი

დედოფლის დაბადების ადგილი დღეს ცნობილი რესტორანია. მომავალი მონარქი ლონდონში, ბრუტონის 17 ნომერში, დედის მშობლების სახლში დაიბადა. დღეს შენობაში აზიური რესტორანი Hakkasan არის გახსნილი.

რესტორანი Hakkasan

ორი დაბადების დღე

დედოფალი დაბადების დღეს ორჯერ აღნიშნავდა. ელისაბედი 21 აპრილს დაიბადა, თუმცა ძველი ტრადიციის მიხედვით, რომელიც 1748 წელს მეფე ჯორჯ მეორემ შემოიღო, დიდი ბრიტანეთის მონარქები დაბადების დღეს ზაფხულში, კარგ ამინდში აღნიშნავენ, ამიტომ, დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ივნისში იმართებოდა. 

ელისაბედი 92-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე

მართვის მოწმობა

ელისაბედი ერთადერთი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, რომელსაც ნებადართული ჰქონდა მართვის მოწმობის გარეშე მანქანით გადაადგილება. დედოფლის მანქანას ასევე არ ჰქონდა რეგისტრაციის ნომერი და პასპორტი.

უელსელი ხალხის საჩუქარი

ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ელისაბედი უძრავი ქონების მეპატრონე გახდა. უელსის ხალხმა მომავალ მონარქს სახლი აჩუქა.

ელისაბედის სახლი

დედოფლის ცხოველები

დედოფალი ძაღლების დიდი მოყვარული იყო, მას სხვადასხვა დროს 30-ზე მეტი ძაღლი ჰყავდა. მონარქს სხვა ქვეყნებიდან ხშირად სჩუქნიდნენ არაშინაურ ცხოველებსაც, სხვადასხვა დროს დედოფალს ყავდა სპილო, ორი გიგანტური კუ, იაგუარი, ნიანგი და ორი ზარმაცა. ეგზოტიკური ცხოველები ელისაბედმა ლონდონის ზოოპარკს გადასცა. 

ზედმეტსახელები

ბავშვობაში ოჯახის წევრები ლილბეთს ეძაღდნენ, ვინაიდან მომავალი დედოფალი საკუთარ სახელს სწორედ ასე გამოთქვამდა. ელისაბედს ქმარი, პრინცი ფილიპი მოფერებით Cabbage-ს(კომბოსტო) ეძახდა.

ელისაბედი და მისი ქმარი, პრინცი ფილიპი

სამხედრო სამსახური

ელისაბედი სამეფო ოჯახის პირველი ქალი წევრი იყო, რომელმაც მოიხადა სამხედრო სამსახური. 1944 წელს, მისი უდიდებულესობა დამხმარე საჯარისო ნაწილებში, მექანიკოსად მსახურობდა. მანქანის ტარებაც მონარქმა ჯარში მსახურობისას ისწავლა.

ფრანგული ენა

ელისაბედი თავისუფლად საუბრობდა ფრანგულად. უცხო ენა მას ბავშვობაში ფრანგმა და ბელგიელმა მოახლეებმა ასწავლეს. 

ელისაბედ II და ემანუელ მაკრონი

ალკოჰოლი

დედოფალი დღეს ერთი ჭიქა ჯინით იწყებდა, ხოლო ძილის წინ ერთ ჭიქა შამპანურს სვამდა. ბოლო წლებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ელისაბედი ალკოჰოლს აღარ იღებდა.

პრემიერმინისტრები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტს ელისაბედის ტახტზე ასვლიდან მის გარდაცვალებამდე 15 ადამიანი იკავებდა. მოქმედ პრემიერმინისტრს, ლიზ ტრასს მონარქი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე შეხვდა.

ლიზ ტრასთან შეხვედრა

კომენტარები