საქართველო-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოსთან თავდაცვის კოოპერაციის შეთანხმება რატიფიცირებულია

ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროები კავკასიის არწივი 2022-ის წვრთნებზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

2 ოქტომბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში კოოპერაციის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება 2023 წლის 24 აპრილს გაფორმდა, როცა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ერთობლივ წვრთნებში, უსაფრთხოების პოლიტიკაში, სამხედრო კარტოგრაფიაში, კიბერუსაფრთხოებასა და ა.შ.

2018 წლიდან საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებულია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამმხრივი შეთანხმება.

კომენტარები