ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს 90-იანი წლების ვარსკვლავი ჯულია ორმონდი სექსუალურ ძალადობაზე უჩივის

ჯულია ორმონდი და ჰარვი ვაინშტაინი
Fox News

მსახიობმა ჯულია ორმონდმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე შეიტანა.

90-იანი წლების ვარსკვლავი ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მსახიობის თქმით 1995 წელს მას პროდიუსერთან საქმიანი ვახშამი ჰქონდა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის შესახებ უნდა ელაპარაკათ. ვახშმის მსვლელობისას ვაინშტაინმა თქვა რომ "საქმეზე მხოლოდ თავის სტუდიასთან არსებულ ბინაში ილაპარაკებს". ორმონდი ამბობს რომ ბინაში პროდიუსერი გაშიშვლდა და მას ორალური სექსით დაკავება აიძულა.

ორმონდი ასევე უჩივის ვაინშტაინის კინოსტუდია Miramax-ს, რომელიც დღესდღეობით Disney-ს ნაწილია და კრეატიული მსახიობების სააგენტოს (CAA). მსახიობი კინოსტუდიას და სააგენტოს გულგრილობაში ადანაშაულებს. 

ვაინშტაინის წარმომადგენლები ორმონდის ყველა ბრალდებას უარყოფენ.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

3 ივნისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

2023 წელს პროდიუსერს ლოს-ანჯელესის სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები