ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა

LA Times

ნიუ-იორკის სასამართლომ სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ვაინშტაინმა 2020 წლის თებერვალში გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა. სასამართლომ პროდიუსერი ყოფილ ასისტენტზე სექსუალურ ძალადობასა და მსახიობ ჯესიკა მანის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროდიუსერი ყველა ბრალდებას უარყოფს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს განაჩენის გამოსატანად არასაკმარისი მტკიცებულებები ქონდა.

"ჩვენ არ ვეთანხმებით მომჩივანის მოსაზრებებს და გამოტანილ განაჩენს ძალაში ვტოვებთ". – განაცხადა მანჰეტენის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც 5 მოსამართლით არის დაკომპლექტებული.

პროდიუსერი 2021 წლიდან სასჯელს კალიფორნიის ციხეში იხდის. 

კომენტარები