ჰარვი ვაინშტაინი

სელმა ჰაიეკი: ფრიდაზე მუშაობისას ჰარვი ვაინშტაინმა დამირეკა და გამლანძღა

Decider

სელმა ჰაიეკმა 2002 წელს, ფრიდას გადაღებებზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი გაიხსენა. მსახიობის თქმით ჰარვი ვაინშტაინმა დაურეკა და გალანძღა.

"ყვირილით დამირეკა. "რატომ გაქვს ულვაში და გადაბმული წარბები? მე იმაში არ გიხდი ფულს, რომ მახინჯი იყო". ვუპასუხე, რომ ფრიდა კალოს ფოტო სავარაუდოთ არ ჰქონდა ნანახი. მსახიობ კაცს სირანო დე ბერჟერაკი რომ ეთამაშა, ალბათ ცხვირზე შენიშვნას არ მისცემდა. ვაღიარებ მისი მეშინოდა, მაგრამ მიუხედავად ზეწოლისა არასდროს ვყოფილვარ მასთან სუსტი. ჩემი აზრით სიტყვა "არა" ყველაზე მეტად სძულდა. მისი მოთხოვნების აბსურდულობას ზღვარი არ ჰქონდა. ერთხელ ვენიციის კინოფესტივალიდან ძალით გამომათრია და რაღაც წვეულებაზე წამიყვანა, რომელზეც არაერთი მაღალანაზღაურებადი სექს მუშაკი დამხვდა. ლაპარაკს ყოველთვის ტკბილად იწყებდა, მაგრამ მალევე ხდებოდა აგრესიული, ერთხელ მითხრა "მოგკლავ, არ გეგონოს რომ არ შემიძლია"". – იხსენებს მსახიობი. 

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

გავლენიანი პროდიუსერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ლოს-ანჯელესში ახლაც მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვაინშტაინს პატიმრობის ვადა 140 წლით გაეზრდება.

ვაინშტაინის პროდიუსერობით, ფრიდა კალოს შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი ფრიდა 2002 წელს გამოვიდა. სურათმა ორი ოსკარი და ოთხი ნომინაცია მოიპოვა.

კომენტარები