დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი: მონათმფლობელობასთან დაკავშირებული ისტორიული პირების ძეგლები უნდა შენარჩუნდეს

REUTERS/Eddie Keogh/File Photo

დიდი ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ისტორიული პირების საკამათო ძეგლები შესაბამისი განმარტებებით საჯარო სივრცეებში უნდა შენარჩუნდეს. საკამათო ისტორიული პირების ძეგლების აღების მოთხოვნები 2020 წლის ანტირასისტულ გამოსვლებში ჟღერდებოდა. 

ბრიტანეთში 2020 წელს Black Lives Matters-ის პროტესტების პარალელურად, კონტროვერსიული იყო საკითხი, უნდა დაეტოვებინათ თუ არა საჯარო სივრცეებში სხვადასხვა ცნობილი ისტორიული ფიგურის, მათ შორის მონათმფლობელობასა და მონებით ვაჭრობაში ჩართული პირების ძეგლები. 

მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ძეგლების აღების ტენდენცია ისტორიის ცენზურად შეაფასა.

ამჟამად, დიდი ბრიტანეთის კულტურის სამინისტრომ გამოსცა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა ძეგლი უნდა შენარჩუნდეს საჯარო სივრცეში შესაბამისი განმარტებებით. ეს ბრძანება მიემართება ძეგლებს, რომლებიც საჯარო სივრცეებში, ქუჩებსა და მოედნებზე მდებარეობენ, და არა მუზეუმების შიდა სივრცეებში. 

კომენტარები