ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა

4 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია კრემლში შეხვდებიან

4 ოქტომბერს კრემლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდებიან. 

"4 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინსა და აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ბჟანია რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში, სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ იქნება საუბარი". – წერია კრემლის განცხადებაში.

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები, გარდა პრეზიდენტისა, "პრაგმატულები" არიან. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო მედიასთან ჟენევის უსაფრთხოების დისკუსიების პერსპექტივის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

"პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.

ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა". - თქვა მან.

კომენტარები