ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა

ე.წ. აფხაზეთმა "რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებთან ურთიერთობისთვის" წარმომადგენელი დანიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია "რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად" დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ.

"კვიცინია ლევ კონსტანტინოვიჩი დაინიშნოს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებთან (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები) ურთიერთობის საკითხებში". - ნათქვამია განკარგულებაში.

რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, 2022 წელს კიდევ ოთხი რეგიონის ანექსია გამოაცხადა. ის აკონტროლებს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილს და ასევე ხარკოვის ოლქის მცირე ტერიტორიას.

კომენტარები