რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მტრის გაშვებული ფრთოსანი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 29 დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

3 ოქტომბრის ღამით რუსი ოკუპანტები უკრაინას თავს დაესხნენ Shahed-ის ტიპის 31 დრონით და Іскандер-К-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

ამავე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ფრთოსანი რაკეტისა და 29 დრონის ჩამოგდება შეძლეს. 

"სამიზნეები განადგურდა ტერიტორიებზე, სადაც "სამხრეთის" და "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობა ვრცელდება - მიკოლაივსა და დნიპროპეტროვსკში". - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა თქვა, რომ ოკუპანტების 16 დრონი მიკოლაივის ოლქში ჩამოაგდეს.

კომენტარები