2023 წელს გარდაცვლილები

21 წლის ასაკში THE VOICE-ის კონკურსანტი ანი ნოზაძე გარდაიცვალა

მომღერალი ანი ნოზაძე
1TV.ge

21 წლის ასაკში პროექტ The Voice Georgia-ს კონკურსანტი ანი ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მედია Marneuli TV ავრცელებს.

2022 წლის The Voice-ის მონაწილე მარნეულის კულტურის ცენტრში რეპეტიციის მსვლელობისას ცუდად გახდა. მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანილ ნოზაძეს იშემიური ინსულტი დაუდგინდა.

ნოზაძე რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში მკურნალობდა, მოგვიანებით კი მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელა. 

კომენტარები