2023 წელს გარდაცვლილები

93 წლის ასაკში საბჭოთა დისიდენტი მარია როზანოვა გარდაიცვალა

მარია როზანოვა
svoboda.org

საფრანგეთში 93 წლის ასაკში საბჭოთა დისიდენტი და პუბლიცისტი მარია როზანოვა გარდაიცვალა

როზანოვა 1929 წელს ვიტებსკში დაიბადა, ცხოვრობდა მოსკოვში. ის იყო მწერლისა და დისიდენტის, ანდრეი სინიაევსკის ცოლი. 1965 წელს სინიაევსკის "ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის" შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ სინიაევსკი და როზანოვა საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ.

1977 წელს ცოლ-ქმარმა რუსულ ენაზე ჟურნალ სინტაქსის გამოცემა დაიწყეს. მასში იბეჭდებოდა ცნობილი რუსი ემიგრანტი მწერლების ახალი ნამუშევრები. როზანოვა თავდაპირველად თანარედაქტორი, მოგვიანებით კი ჟურნალის რედაქტორი იყო. ჟურნალის გამოცემა 1997 წელს, სინიაევსკის სიკვდილის შემდეგ შეჩერდა.

როზანოვა მრავალი წლის განმავლობაში რადიო თავისუფლების პარიზის რედაქციაში მუშაობდა და გადაცემა ჩვენ საზღვარგარეთ ვართ მიყავდა.

კომენტარები