ბრიტნი სპირსი

"დავკარგეთ საოცარი ბავშვი" – ბრიტნი სპირსს მუცელი მოეშალა

Reuters

ბრიტნი სპირსს მუცელი მოეშალა. ინფორმაციას თავად მომღერალი სოციალურ ქსელ Instagram-ში ავრცელებს.

"საოცარი ბავშვი დავკარგეთ ორსულობის ადრეულ ეტაპზე. როგორც მშობელს ძალიან რთული პერიოდი მაქვს. ალბათ არ უნდა გვეჩქარა და არ გვეთქვა ორსულობის შესახებ, უბრალოდ კარგი ამბავის გაზიარება გვინდოდა. გავაგრძელებთ ჩვენი ლამაზი ოჯახის გაფართოებას". – წერს მომღერალი.

ბრიტნი სპირს ყოფილ ქმართან, კევინ ფედერლაინთან ერთად ორი შვილი ყავს. 15 წლის ჯეიდენი და 16 წლის შონ პრესტონი. 

მესამე შვილს პოპ მომღერალი სემ ასგჰარისგან ელოდებოდა. სიახლე თავად მომღერალმა თაყვანისმცემლებს 12 აპრილს გაუზიარა. ასგჰარი და სპირსი 2022 წელს დაქორწინდნენ.

კომენტარები